ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მარიანო რაჰოის კანდიდატურა პარლამენტმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აპარლამენტში უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი. რაჰოიმ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას 3 ნოემბერს დაასახელებს. მთავრობის მეთაურის პოსტს რაჰოი მეორე ვადით ჩაიბარებს. 2015 წელს მისმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობით შესვლა ვერ შეძლო, თუმცა ეს ვერც სხვა პარტიებმა მოახერხეს. ამის გამო 2016 წლის ივლისში ესპანეთში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, თუმცა იგივე შედეგით დასრულდა. ამ დროის განმავლობაში რაჰოი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.