საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი კომპანია ბილაინის აბონენტად გახდომა ნებისმიერ მსურველს ერთ ლარადაც შეეძლება.
აბონენტს, რომელიც ერთ ლარად შეიძენს ბილაინის სიმ ბარათს, ანგარიშზე დაუბრუნდება ლარი, რომლის გამოყენება, ნებისმიერი მიმართულებით. ზარებზე, სმს-ებსა თუ ინტერნეტზე შეეძლება.
შეთავაზება მოქმედებს სატარიფო გეგმებზე " მეტი საუბარი" , " ოპტიმალური" , " შენი ტარიფი" , ერთ ლარიანი სიმ ბარათის ყიდვა ნებისმიერ მსურველს, ბილაინის 1300-ზე მეტ სავაჭრო წერტილში შეუძლია.
" ბილაინის აბონენტთა ბაზის ზრდასთან ერთად, კომპანია ჩვენს ახალ და პოტენციურ აბონენტს მრავალ სიახლეს სთავაზობს. მათ შორისაა, კომპანიის აბონენტად გახდომა ერთ ლარად.
იმედი გვაქვს ეს შეთავაზება ბევრი ახალი აბონენტისთვის, გონივრული არჩევანის გაკეთების საშუალება იქნება " - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფორსმა თეონა ბაღდავაძემ.