ვენესუელაში 12 საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. აქციის ფარგლებში კარაკასში დღეს დილიდან ასობით კომპანიამ, სავაჭრო დაწესებულებამ და სასწავლო დაწესებულებამ შეწყვიტა მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ოპოზიცია პერმამენტული აქციებით იმუქრება. პრეზიდენტი მადურო გადადგომას არ აპირებს და იმ კომპანიებს, ვინც გაფიცვაში იღებს მონაწილეობას, დახურვით ემუქრება.