დუშანბეში ელექტროენერგიის მიწოდება განახლდა. ნურეკის ელექტროსადგურში მომხდარი ავარიის შედეგად ტაჯიკეთის დედაქალაქი რამდენიმე საათით ჩაბნელდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სამთავრობო და ადმინისტრაციული შენობები. აეროპორტი კი მთელი ღამის განმავლობაში გენერატორით მუშაობდა. დენი არც ხუჯანდის, კურგან-ტიუბესა და კულიაბის მოსახლეობას მიეწოდებოდა.