ცვლილება განხორციელდა შპს "კავკასუს ონლაინის" ორგანიზაციულ სტრუქტურაში. კერძოდ, კომპანიის 100%-ის წილის მფლობელი გახდა უცხოური საწარმო შპს "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს". (Intrernational Online Networks LLC).
შპს "ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს"-ში 50% და 19.94%-ის მფლობელები ასევე უცხოური საწარმოები - "ნელგადო ლიმითედ" და "გროუს მასტერ ჰოლდინგზ"-ი არიან, ხოლო 30.06% მამია სანადირაძეს ეკუთვნის.
2010 წლის 1 მაისიდან კომპანიის გენერალური დირექტორი არის გია ადეიშვილი, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი - ლევან ხუნდაძე.
"კავკასუს ონლაინი" სამი კომპანიის გაერთიანებით (Caucasus Network, Sanet, Georgia Online) შეიმქმნა. ის დღესდღეობით წამყვანი ინტერნეტ პროვაიდერია ბაზარზე და საქართველოს მასშტაბით 100 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. "კავკასუს ონლაინს" ეკუთვნის ვარნა-ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და უზრუნველყოფს ქართველი მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტის პირდაპირ ევროპიდან მოწოდებას.