სირიაში არსებული ვითარება მოსკოვში განიხილეს, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიელ კოლეგას შეხვდა.
მხარეებმა საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელეს.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება.
მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ჯავად ზარიფმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება დილით გამართა და სირიის კრიზისი განიხილა.