ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოსულში 322 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი იტყობინება. დაღუპულთა უმრავლესობა ერაყის არმიის ყოფილი ჯარისკაცია. ამავე წყაროს თანახმად, ისლამისტებმა მოსულიდან 8 ათასამდე ადამიანი გაიტაცეს და მათ ცოცხალ ფარად გამოყენებას აპირებენ.