იმ შემთხვევაში, თუ ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა ჯოზეფ ბაიდენმა დაიკავოს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იტყობინება. ამავე ინფორმაციით, კლინტონის შტაბი ბაიდენთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი პოსტზე დარჩენას. ბაიდენი პოსტს 2009 წლიდან იკავებს.