ჰილარი კლინტონი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გადაჭარბებულად ხისტ განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ის ძალიან ცუდად მოიხსენიებს პუტინს. შეიძლება თავს ძლიერ ადამიანად თვლიდე, მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლება. რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა საჭირო, რაც ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დაგვეხმარება,“-აღნიშნა ტრამპმა.