ვენესუელას პრეზიდენტი ხელფასების გაზრდის პირობას იძლევა. ნიკოლას მადუროს თქმით, მინიმალური ანაზღაურება ქვეყანაში 40 პროცენტით მოიმატებს. კომპანიებს კი, ვინც გაფიცვაში მიიღებს მონაწილეობას, საგადასახადო სამსახური შეამოწმებს. ოპოზიცია ვენესუელაში საყოველთაო გაფიცვის მოწყობას დღეს გეგმავს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციები ვენესუელაში თითქმის ერთი თვეა, იმართება. პარლამენტმა მადურო კონსტიტუციის დარღვევაში უკვე დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხი დაბლოკა.