პირველად ბოლო 500 წლის განმავლობაში, არქეოლოგებმა ქრისტეს საფლავს მარმარილოს ფილა მოხსნეს. სპეციალისტების მუშაობის ამასხველი ვიდეომასალა ინტერნეტით ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მეცნიერების თქმით, მარმარილოს ფილის ქვეშ დიდი რაოდენობით ქვები აღმოაჩნდა. სამუშაოების შედეგად, მეცნიერები ქრისტეს საფლავის ქვის პირველად სახეს დაადგენენ. მარმარილოს ფილა ქრისტეს საფლავზე მე-16- ე საუკუნეში დამონტაჟდა. ის საფლავისთვის ე.წ. დამცავს წარმოადგენდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მორწმუნეების მხრიდან საფლავის ქვის მოტეხვისა და ქურდობის ფაქტები გახშირდა.