ნატოს არც რუსეთთან კონფრონტაცია სურს და არც ახალი ცივი ომი. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განთავსებას, ეს არა კონფლიქტის პროვიცირებას, არამედ მის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ჩვენ არ ვთვლით, რომ რუსეთი გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა აღმოსავლეთ მიმართულებით ნატოს ძალების გაძლიერება პასუხია რუსეთის ჯარების განთავსებაზე უკრაინაში და იმ ბირთვულ რიტორიკაზე, რომლითაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს აშინებს,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.