ზოგიერთი ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გვერდის ავლით გვიწესებს სანქციებს ახალ სავაჭრო ალიანსებს ქმნის, რითაც სარგებელს ნახულობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ლახავენ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს და ე.წ. სანქციებით ჩვენზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ისინი ქმნიან ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და მკაცრ ნორმებსა და ბარიერებს აწესებენ. ამით ისინი თავადვე იღებენ სარგებელს,“-აღნიშნა პუტინმა.