ბრიუსელმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ევროკავშირის საბჭოს "შავ სიაში" დამატებით 10 პირია შეყვანილი.
აღნიშნული პირები სირიელი მაღალჩინოსნები და სამხედრო მეთაურები არიან. საბჭოს გადაწყვეტილებით მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ, მათი საბანკო ანგარიშები კი გაიყინება.
ევროკავშირის "შავ სიაში" ამჟამად 217 პირია შეყვანილი.