უკრაინამ რუსული ავიაკომპანიები ანექსირებულ ყირიმში შესრულებული რეისების გამო 712,2 მილიონი გრივენით დააჯარიმა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახური იტყობინება. საჯარიმო სანქციები შეეხება უმსხვილეს რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“, რომელიც სოჭი-სიმფეროპოლის რეგულარულ რეისებს ასრულებს.