პირველად 1920 წლის შემდეგ იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. აღწერის შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. 2015 წლის სტატისტიკით, იაპონიაში გასული წლის ბოლოსთვის 127,9 მილიონი ადამიანი აღირიცხა. 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობამ 26,6 პროცენტი შეადგინა. 75 წელს გადაცილებულთა რაოდენობა კი 12,8 პროცენტს აჭარბებს. რაც შეეხება 15 წლამდე მოზარდებს, მათი რაოდენობა 12,6 პროცენტით განისაზღვრა.