მალტა რუსულ სამხედრო გემებს საწვავით შევსების უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მიმართა თუ არა რუსულმა მხარემ ოფიციალური თხოვნით მალტას, ჯორჯ ველას არ დაუზუსტებია. რუსული სამხედრო გემები სირიისკენ ხმელთაშუა ზღვის გავლით მიემართებიან, რის გამოც ნატო შეშფოთებას გამოთქვამს. მანამდე რუსეთმა საწვავის შესავსებად გემების ესპანურ პორტ სეუტაში შეყვანის სურვილი გამოთქვა, რაზეც ესპანეთის ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღო. მას შემდეგ კი, რაც ნატომ მადრიდს განმარტებები მოთხოვა, რუსეთმა მოთხოვნა უკან გაიწვია.