ადამიანის უფლებათა დარგში ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ნადია მურადსა და ლამია აჯი ბაშარს გადაეცა. გოგონები 2014 წლის აგვისტოში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს. ისინი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ნადია მურადმა ტყვეობიდანთავის დაღწევა 2014 წლის ნოემბერში შეძლო. ლამია აჯი ბაშარიკი ისლამისტებს 2015 წლის აპრილში გაექცა.