ბარაქ ობამამ და თურქეთის პრეზიდენტმა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის სამომავლო გეგმა განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი აქვეყნებს.
„პრეზიდენტი მიესალმება თურქეთისა და ერაყის მთავრობას შორის დიალოგს , რომელიც ერაყში რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში თურქეთის ჩართვას ეხება“- ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერაყის ტერიტორიული მთლიანობისა და სეუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.