იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ახალციხიდან 2 წლის ნუშა პეტროსიანი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოათავსეს.
სამცხე-ჯავახეთიდან ბავშვის თბილისში გამოყვანა დღეს გამთენიისას მოხდა, რომელმაც დიდი რაოდენობით კლოფელინი დალია.
ამ დროისთვის 2 წლის პეტროსიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შოკური მდგომარეობა შემცირებულია.