ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა სამხარეო ცენტრში აბაშის რაინიდან ჯილეხით დაავადებული პაციენტი მოათავსეს.
54 წლის მარინე ახალაია, ჯილეხი პირუტყვთან შეხების დროს გადაედო. პაციენტს დაავადების საშუალო სიმძიმის ფორმა აღენიშნება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯილეხის დიაგნოზით კიდევ ერთი მამაკაცი მკურნალობდა, რომელსაც დაავადება შედარებით იოლ ფორმებში ჰქონდა.
ექიმები განცხადებით, ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ჯილეხის დაავადების ალბათობა იზრდება, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ ამ კუთხით სიფრთხილე გამოიჩინონ.