აშშ-ს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოთავსებული საქართველოს "სიცილის დედოფლის" მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად საქართველოს ბანაკში ანგარიშია გახსნილი.
"ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მან აშშ-ში გასტროლებისას ცუდად იგრძნო თავი, რის შემდეგაც საავადმყოფოშიო მოათავსეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა ნინელი ჭაკვეტაძემ.
როგორც ჭაკვეტაძე აცხადებს, აშშ-დან მიღებული ინფორმაციით, კვირიკაშვილს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა, მდგომარეობა ტრომბის გასკდომამაც დაამძიმა.
"მოგეხსენებათ აშშ-ში ჩვენი ემიგრანტები არც თუ სახარბიელოდ ცხოვრობონ, მკურნალობა კი მნიშვნელოვან სახსრებს უკავშირდება. ამიტომაც სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი, ქველმოქმედთა სახლი „მომავლის გზა", რომლის წევრებიც ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები _ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ირმა სოხაძე, მამუკა ლომაშვილი, მარინა ჯანაშია, ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, დავით კინწურაშვილი და სხვები არიან, მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს _ დავეხმაროთ ქალბატონ მზიას", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნინელი ჭაკვეტაძემ.
მისი თქმით, მზია კვირიკაშვილი ამერიკაში მყოფი რამდენიმე ქართველი ემიგრანტის იმედად არის დარჩენილი, ისინი კი დახმარებას საქართველოდან ითხოვენ, რადგან მდგომარეობა სავალალოა.
როგორც ჭაკვეტაძემ განაცხადა, თუ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებელს გახდის, სავარაუდოდ, მას თბილისში გადმოიყვანენ.
გაცნონებთ მზია კვირიკაშვილის დასახმარებლად გახსნილი ანგარიშის ნომერს:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; კოდი - 220101502; ანგარიშის # 149043300