მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ "ღრმაღელეში" კომპანია `თელასის" მიერ პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების მიზნით 3 და 4 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. 3 ივნისს შეზღუდვა შეეხება ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ერწოს, ილურიძის, ღრმაღელეს, წიწამურის, ზედაზენის, კოკინაკის, ბეჟანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
4 ივნისს სარემონტო სამუშაოს გამო ელექტროენერგია გაეთიშება გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, არალეთის, დაისის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, დაისის ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.