ხვალ, 3 ივნისს, 20:00, საათზე რესტორან "მეტეხის ჩრდილში" ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით "მოგზაურთა კლუბი" პარტნიორ კომპანია "ოდეონ ტურ" - თან ერთად აწყობს პრეზენტაციას - თურქეთი, ტუნისი, ეგვიპტე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარშალომიძემ განუცხადა, "მოგზაურთა კლუბი" მუდმივად ცდილობს უცხოეთში დასვენების მსურველ ტურისტებს მათთვის ხელსაყრელი მარშუტები შესთავაზოს.
"მუდამ ახლის ძიებაში ვართ. ამჯერადაც ვცდილობთ დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ახალი მარშრუტები თურქეთში, ტუნისში და ეგვიპტეში. ეს ბაზარი სრულად არ არის ათვისებული, მით უფრო, რომ ჩვენს პარტნიორ თურქულ კომპანიასთან "იდეონ ტურთან" ერთად ახალი პაკეტით წავრდგებით. რაც მთავარია, ტურისტებს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას მივცემთ, მათთვის ხელსაყრელ ფასებში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბ ვარშალომიძემ.
მისივე თქმით, ხვალვე "მოგზაურთა კლუბი" საზოგადოებას ახალ საიტსაც შესთავაზებს.
"www.daisvenet.ge -ზე დასვენების მსურველნი და მოგზაურობის მოყვარულნი მარავალ, მათთვის საინტერესო ინფორმაციას გაეცნობიან. რაც მათ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში დასვენებისა და მოგზაურობის მარშრუტის არჩევანის საშუალებას გაუადვილებს", _ განაცხადა ზურაბ ვარშალომიძემ