პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ახალგაზრდების განთავისუფლებას ითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან მემორანდუმი გააფორმეს.
"7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელობის ნებსითი თუ უნებლიე მონაწილეობით დაგეგმილ პროვოკაციაში გაებნენ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონო დაკავებულები არიან. ათი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის და ტრადიციის სადარაჯოზე დგანან", - აცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათი შეფასებით, მსგავსი ინციდენტები გერმანიაში ჰიტლერის დროს ხდებოდა და ახლა საქართველოში მეორდება.