დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბაზისბანკმა ახალი პროდუქტი "სასარგებლო იპოთეკის" პრეზენტაცია გამართა.
ბაზისბანკის გენერალური დირექტორის, ზურაბ ციხისთავის განცხადებით, "სასარგებლო იპოთეკა" მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს იპოთეკური სესხი 16%-იდან 20%-მდე საპროცენტო განაკვეთით.
ბაზისბანკის საცალო მიმართულების დირექტორის, ლევან გარდაფხაძის განცხადებით, პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი მარტივი და კლიენტისთვის ხელსაყრელი პირობებია.
"სასარგებლო იპოთეკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ოპოთეკური სესხი 16%-იდან 20%-მდე საპროცენტო განაკვეთით. სესხის მაქსიმალური ვადა 10 წლით, მაქსიმალური თანხა კი 10 000 აშშ დოლარით განისაზღვრება. სურვილის შემთხვევაში ყოველის წლის ბოლოს კლიენტს შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სესხით. "სასარგებლო იპოთეკის" ფარგლებში მის მიერ დაფარული სესხის 80%-ის ოდენობით", _ განაცხადა ლევან გარდაფხაძემ.