ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები გასულ თვესთან შედარებით 15 საფეხურით დაწინაურდა და 270 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.
ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართეს.
საქართველოს ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მეორე შეხვედრაში კი ქართველებმა უელსთან სტუმრად ფრე 1:1 ითამაშეს.