არგენტინის მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის. ამის მიზეზი არხენტინოს კილმესისა და დეპორტივო მერლოს შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. დეპორტივოს ფორვარდი ემანუელ ფრანსესი გვერდითი მსაჯის გადაწყვეტილებებს მთელი მატჩის მსვლელობისას აგრესიულად აპროტესტებდა. შეხვედრის დასასრულს კი ის ქალ რეფერისთან მიიჭრა და კისერში ჩაარტყა.