ათენის აეკმა თემურ ქეცბაია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
“მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან თანამშრომლობა დასრულებულია. ჩვენ მას მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას ვუსურვებთ ", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ქართველმა სპეციალისტმა აეკი ზაფხულში ჩაიბარა და კლუბში მხოლოდ 4 თვე იმუშავა. 5 ტურის შემდეგ აეკი 10 ქულით მე-3 ადგილზეა და "ოლიმპიაკოსს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი შესაძლოა ყოფილ კლუბ "ანორთოსისში"დაბრუნდეს.