საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის განაცხადებით, მტერი აფხაზ, ოს და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან ვერ დააშორებს.
"აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი სიამაყე და ტკივილია. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ძმები და მეგობრები, მტერი ტყუილად ოცნებობს, რომ ერთმანეთს დაგვაშოროს. ჩვენ არასდროს არ დავშორდებით, იმიტომ, რომ ღმერთმა შეაერთა ჩვენი ბედი. მე აფხაზი ხალხი და ოსი ხალხი და სხვები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ჩემ სულიერ შვილებად მიმაჩნია", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა ერთად და კარგად იყოს.