მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. წინასწარი შედეგებით, სოციალისტთა დემოკრატიულ პარტიას ხმა ამომრჩეველთა 40,7-მა პროცენტმა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ჯუკანოვიჩის პარტია 81 ადგილიან პარლამენტში 35 მანდატს მიიღებს. ოპოზიციურ გაერთიანება დემოკრატიულ ფრონტს ხმათა 21 პროცენტი და 18 მანდატი აქვს გარანტირებული. თუ არჩევნების შედეგები არ შეიცვლება, მმართველი გუნდი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მიიღებს.