დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკაში სეპარატისტთა ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. არსენ პავლოვი, იგივე „მოტოროლა“ საკუთარი კორპუსის ლიფტში ააფეთქეს. დონეცკის დეფაქტო ლიდერები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფს აკისრებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.