საფრანგეთი რუსეთზე ზეწოლის შესუსტებას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მედიაჯგუფ „ებრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საფრანგეთი სირიაში საჰაერო ოპერაციების შეწყვეტის, მოლაპარაკების დაწყებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ინიციატივით გამოდის, რუსეთი კი ჩვენს ინიციატივებს ვეტოს ადებს. პუტინს არ სურს სირიის საკითხის სერიოზულად განხილვა. ამიტომ, ჩვენ რუსეთზე ზეწოლას არ შევასუსტებთ,“-აღნიშნა ოლანდმა.