შეერთებული შტატები და ბრიტანეთი მოსკოვისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს უახლოეს ხანებში გადაწყვეტენ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
„ჩვენ ამ თემაზე კონსულტაციებს განვაგრძობთ და უახლოეს რამდენიმე დღეში გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ,“-აღნიშნა ჯონ ქერიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.