თბილისის ახლადარჩეული მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესზე შეღავათების დაწესება გრძელვადიან სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
"ძალიან მნიშვნელოვანია რეალური გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნა, ამ კუთხით ჩვენი მოქალაქეები, ხშირად ბევრ პრობელმას აწყდებოდნენ, რადგან ადამაინები, რომლებიც სახლში რაიმეს აცხობდნენ და შემდეგ ყიდიდნენ საგადასახადოსთან პრობლემები ექმნებოდათ. ჩვენ ქვეყანაში საგადასახადო სისტემაში პირველად შემოვიღებთ დიფერენცირებას, კერძოდ კი 30 ათასი ლარი ბრუნვის ქვემოთ სუბიექტი აღარ დაიბეგრება ანუ ნულოვანი განაკვეთი ექნება უბრალოდ ის, როგორც მეწარმე სუბიექტი დარეგისტრირდება. ასევე შეღავათებით ისარგებლებენ 200 ათასი ლარის ბრუნვამდე მეწარმე სუბიექტები, რომელთაც დღგ-ს გადახდა და ბუღალტრულ ლაბირინეთებში გარკვევა აღაღ მოუწევთ", - განაცხადა უგულავამ ჟურნალსისტებთან საუბრისას.
თბილისის მერის თქმით, ეს მისი მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რადგან ადამიანები რომელთა ძირითად შემოსავალს მცირე ბიზნესი წარმოადგენდა განთავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი პრობლემებისგან.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ბიზნესმენები შეძლებენ საკუთარი საქმიანობის პროგნოზირებას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხალხის დასაქმებას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ საცალო ვაჭრობა და მცირე მეწარმეობა სწორედ ქალაქებისთვის არის დამახასიათებელი. ახლა კი ჩვენი მიზანია, ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელება", - აღნიშნა უგულავამ.