მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძეს ახალი კონტრაქტი მოუმზადა. კლუბის სპორტული დირექტორის, სერგეი როდიონოვის თქმით, მოსკოვური კლუბი ახალ ხელშეკრულებას სალვატორე ბოკეტისაც შესთავაზებს. რაც შეეხება ჯანოს, მას "სპარტაკთან" კონტრაქტი 2017 წლის მაისში ეწურება. 24 წლის ნახევარმცველით წელს რამდენიმე ესპანური კლუბი დაინტერესდა, თუმცა მას „სპარტაკიდან“ წასვლა არ სურს. მოსკოვურ კლუბში წელს ჯანო აშკარად გამორჩეულია. მიმდინარე სეზონში მან უკვე 5 გოლი გაიტანა.