გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურა დაამტკიცა. ბან კი მუნს პოსტზე ანტონიო გუტერიში შეცვლის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ის 2017 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს. გუტერიში 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, 2002 წლიდან კი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი იყო.