სირიის ომი ცივი ომის გაგრძელებაა. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„შეერთებულ შტატებს ცივი ომი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეუჩერებია. მათი მთავარი მიზანია მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნება. მათ არ სჭირდებათ პარტნიორები და მოკავშირეები. მათ უნდათ ჰეგემონია. ამიტომ, ჰაერში მესამე მსოფლიო ომის სუნი დგას,“-აღნიშნა ასადმა.