ვენესუელაში ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადგენლები 20 პროცენტიანი ბარიერის დასაძლევად ხელმოწერებს შეაგროვებენ, რომლის მიზანიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებაა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, სოციალისტი ლიდერის გადასაყენებლად კენჭისყრის გამართვა 2017 წლამდე შეუძლებელია. ოპოზიციის ლიდერები კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავიანთი უფლებები დაიცვან და რეფერენდუმის გამართვა წელსვე მოითხოვონ.