საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი პოეტის ანდრეი ვოზნესენსკის მეუღლეს მწერალ ზოია ბოგუსლავსკაიას მეუღლის გარდაცვალება მიუსამძიმრა და სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"მიიღეთ გულწრფელი სამძიმარი ანდრეი ანდრეევიჩის გარდაცვალების გამო. საქართველო ყოველთვის მიიჩნევდა ვოზნესენსკისა და მის პოეზიას საკუთარი კულტურის განუყოფელ ნაწილად. თავად პოეტის სიყვარული კი ქართველი ხალხისადმი აგვამაღლებდა ჩვენ ჩვენსავე თვალში. თავისი ხელოვნებით იგი მჭიდროდ აკავშირებდა ქართველ და რუს ხალხს", _ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ ვოზნესენსკი ცხოვრობდა ისე, როგორც უნდა ეცხოვრა ნამდვილ რუს ინტელიგენტს. მას შეეძლო დაეცვა თავისუფლება და თავისი ხელოვნება მისი შეზღუდვის მცდელობებისგან. მან მიაღია იმას, რაზეც ყველა პოეტი ოცნებობს _ მან ახალ საფეხურზე აიყვანა რუსული პოეზია და რუსული ლექსთწყობის ფორმები.
"არავის და არასოდეს არ უწერია თანამედროვეობაში ისე, როგორც ვოზნესენსკის. საქართველო და ქართველი ხალხი მის ხსოვნას სამუდამოდ შეინახავს", _ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში.