ატლანტიკის ოკეანის აუზში კიდევ ერთი ტროპიკული ქარიშხალი გააქტიურდა. შტორმი „ნიკოლი“ ბერმუდის კუნძულებს უახლოვდება. ქარიშხლის სიძლიერე საათში 210 კილომეტრს აჭარბებს. ბერმუდის კუნძულებს ის სავარაუდოდ გამთენიისას მიაღწევს. მანამდე შეერთებულ შტატებსა და კარიბის აუზის ქვეყნებს ქარიშხალმა „მეთიუმ“ გადაუარა. სტიქიამ 900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.