ხვალ, 3 ივნისს, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს. ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ბაინდურაშვილი ამბობს რომ ახალი საგადასახადო კოდექსი განსხვავებული იქნება და მასში ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის მცნება, რაც დღემდე არსებულ საგადასახადო კოდექსში გაწერილი არ ყოფილა.
იმავდროულად მოხდება მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დიფერენცირებული გადასახადის გადახდა, თუმცა რა რაოდენობის გადასახადზეა საუბარი დეტალები პრემიერ მინისტრისგან გახდება ცნობილი.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე აცხადებს, რომ ბიზნესმა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნების რამდენიმე დღის წინ გადააგზავნა და ფინანსთა სამინისტრომაც ამ შენიშვნებიდან გარკვეული ნაწილი გაითვალისწინა, რაც მათი მხრიდან მისასალმებელია.
ბაინდურაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წარმოდგნიდება ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი მას თავად ბიზნესი გაუკეთებს რევიზიას და თუ რაიმე შენიშვნები იქნება ფინანსთა სამინისტრო მზადაა მის გასათვალისწინებად. ამის შემდეგ მოხვდება ახალი საგადასახადო კოდექსი პარალმენტში დასამტკიცებლად.