დღეს, 2 ივნისს, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება.
ჯონ ბასი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტის - "დებატები საჯარო პოლიტიკაზე" ფარგლებში ესტუმრება.
აშშ-ის ელჩი სტუდენტებთან დებატებს გამართავს. შეხვედრის თემა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები იქნება.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.