ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად, მარია შარაპოვამ საჩოგბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. რუსი ჩოგბურთელი ლას-ვეგასის საქველმოქმედო ასპარეზობაში ჩაერთო. World Team Tennis Smash Hits-ის ტურნირის მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთ ჯგუფს სათავეში ამერიკელი ჩოგბურთელი ბილი ჯინ ქინგი ჩაუდგა, მეორეს კი- ბრიტანელი კომპოზიტორი ელტონ ჯონი. ტურნირი ელტონ ჯონის გუნდმა მოიგო. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ შარაპოვას დისკვალიფიკაცია 8 ივნისს მისცა. რუსმა ჩოგბურთელმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა.