"ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა და "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, დღეს, "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში სოზარ სუბარის "ალიანსიდან" წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
ხიდაშელის თქმით, "ალიასნმა" 30 მაისის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში წარმატება მოიპოვა, ამ მოსაზრებას კი სუბარი არ იზიარებს. სწორედ ეს გახდა მისი ბლოკიდან წასვლის მიზეზი. ხიდაშელისვე განმარტებით, ყოფილი სახალხო დამცველის წასვლით "ალიანსს" არანაირი პრობლემები არ შეექმნება.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 30 მაისის არჩევნების შედეგები და ის პოლიტიკური ტრიბუნა, რომელიც "ალიასნმა" საკრებულოში მოიპოვა, არის საუკეთესო, წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ბრძოლის წარმატებულად დასასრულებლად. თუ სოზარს აქვს გნცდა იმისა, რომ შეიძლება დამარცხებული ან მარცხის თანაზიარი იყოს, ეს მისი არჩევანია და მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო", - განაცხადა ხიდაშელმა.