დღეს, 2 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში~ გაიხსნება ქართულ-შვედური ბიზნესსემინარი თემაზე "როგორ გავიტანოთ ექსპორტი შვედეთში".
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაჭრობის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდერს ანლიდი.