დღეს, 2 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილის ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
სააკაშვილი რუმინეთში ვიზიტს 4 ივნისს დაასრულებს, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტით პარიზში გაემგზავრება, რომლის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდება.