საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს ამიერიდან ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს. მის ახალ სამწვრთნელო შტაბში მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ. მანამდე ძიუდოისტთა ნაკრებს ირაკლი უზნაძე ხელმძღვანელობდა.