მაიკლ დიქსონის წარმატებული ბერძნული ოდისეა გრძელდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრი ათენის აეკ-ში ლიდერად ჩამოყალიბდა და ყოველ მატჩში ამას ამტკიცებს. საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ათენელლები „აპოლონ პატრასს“ ესტუმრნენ და დამაჯერებლად - 77:59 დაამარცხეს.
მაიკლმა მოედანზე 25:26 წუთი დაჰყო და 19 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-ვე ორქულიანი, 4-ვე საჯარიმო და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. დიქსონი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
მე-2 ტურის მატჩს აეკ-ი 15 ოქტომბერს, შინ, “ლავრიოსთან” გამართავს.