უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა.
"ბევრი ამბობს, რომ ჩვენ 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან ქულა მოვიპოვეთ. მეორე ტაიმში ისე განვითარდა მოვლენები, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, წაგვეგო. გაშვებული გოლის შემდეგ შევუტიეთ, მაგრამ რამდენიმე ზალიან სახიფათო კონტრშეტევა მივიღეთ. მომდევნო შეხვედრას სერბეთთან ვმართავთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ,“-აღნიშნა კრის კოულმენმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუშინ კარდიფში გამართულ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა უელსთან ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა. შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველებმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი სექმნეს და მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ.